„არა, არა... მინდა, სახლში ცოცხალი დავბრუნდე“ - მძიმე კადრები რაუნდებს შორის
Aa
Aa

„არა, არა... მინდა, სახლში ცოცხალი დავბრუნდე“ - მძიმე კადრები რაუნდებს შორის

ალმა იბარა კანელო ალვარესის მიღწევასთან ძალიან ახლოს იყო და შეეძლო, კიდევ ერთი მექსიკელი მოკრივე გამხდარიყო, რომელიც თავის წონით დივიზიონში ყველა საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებდა. გასულ უქმეებზე, იგი ჯესიკა მაკკასკილს დაუპირისპირდა და მესამე რაუნდის შემდეგ განვითარებული მოვლენები საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა.

მესამე რაუნდის შემდეგ, იბარა საკუთარ კუთხეში იმყოფებოდა და მწვრთნელს ესაუბრებოდა. ამ უკანასკნელს სურდა, რომ მექსიკელ მოკრივეს ჩხუბი გაეგრძელებინა, მაგრამ ალმა სხვა აზრზე იყო და მწვრთნელს ასე მიმართა: „არა, არა... მინდა, სახლში ცოცხალი დავბრუნდე“.

იბარამ ბრძოლა შეწყვიტა და მსაჯმა გამარჯვებულად მაკკასკილი გამოაცხადა, რომელიც თავის წონით კატეგორიაში 2020 წლის შემდეგ დომინირებს. აღსანიშნავია, რომ მაკასკილი მაღალ დონეზე ასპარეზობდა და მეტოქეს დიდი ზიანი მიაყენა, რამაც იბარას დანებება განაპირობა, თუმცა შანსები მექსიკელსაც ჰქონდა.

სხვათა შორის, ალმას მარტივი ცხოვრება არასდროს ჰქონია და 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გამოტოვა. ვერაკრუზში ყოფნისას ის და მისი მწვრთნელი გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. გამტაცებლებმა ისინი მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ოჯახისგან მოთხოვნილი თანხა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას მაგუაიერის გადაყვანა არ გამოუვიდა - მანჩესტერის უარი კატალონიელებს
ბარსას მაგუაიერის გადაყვანა არ გამოუვიდა - მანჩესტერის უარი კატალონიელებს