20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

„უელსთან გამარჯვება შეგვიძლია“ - უმცროსი ბორჯღალოსნები 6 ერზე მომდევნო თამაშისთვის ემზადებიან

უმცროსი ბორჯღალოსნების 9 ნომერი კოტე იაშვილი დარწმუნებულია, რომ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების მომდევნო ორ მატჩში გუნდი წარმატებას მიაღწევს.

კოტე იაშვილი:

იტალიას შესანიშნავი გუნდი ყავს და მძიმე თამაში გამოვიდა. ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქემაც მძლავრი პასუხი გაგვცა. შეტევასა და კონტაქტის არეში მეტოქეს არაფერს ვუთმობდით. ვფიქრობდი, რომ დასკვნით წუთებში მოგება შეგვეძლო, მაგრამ მარტივი შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ისინი კარგად გამოიყენა. ძალიან გული დამწყდა, რადგან შეხვედრა ჩვენი შეცდომების გამო დავთმეთ.

ვფიქრობ, უელსთან გამარჯვება შეგვიძლია. ისიც კარგი გუნდია, თუმცა ვიმედოვნებ უკეთ ვითამაშებთ. დიდი ხნის შემდეგ, იტალიასთან პირველი საერთაშორისო თამაში გვქონდა და დიდი გამოცდილება შევიძინეთ და დარწმუნებული ვარ პროგრესი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით ორჯერ დაწინაურდნენ, შალვა აფციაურის ლელოთი კი თამაშის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ შეცდომას კონტრშეტევა მოყვა, რის შედეგადაც იტალიელებმა შეხვედრა 36:19 მოიგეს. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 30 ივნისს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები