გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

„მაგალითი ადამიანებისთვის, ვისაც სურთ რამე შეცვალონ" - UFC-ი გიგას ქველმოქმედებაზე წერს

30 ივნისს, UFC-ის ყოველწლიური ცერემონია გაიმართება, რომელზეც UFC-ის გამორჩეულ მებრძოლებს დააჯილდოებენ. წლეულს, UFC-ის დიდების დარბაზში ხაბიბ ნურმაგომედოვსა და დანიელ კორმიეს შეიყვანენ. კაბ სვანსონისა და დუჰო ჩოის ჩხუბი UFC-ის ბრძოლების დიდების დარბაზში მოხვდება, ხოლო გიგა ჭიკაძეს Forrest Griffin Community Award 2022-ს გადასცემენ.

30 ივნისს ჩანიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია გამოაქვეყნა და თითოეულ მებრძოლზე ისაუბრა. ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში „ნინძაც“ მოექცა და სტატიაში მის ქველმოქმედებაზეა ლაპარაკი.

„გიგა ჭიკაძემ საქველმოქმედო ფონდი, „დაანოკაუტე სიმსივნე“ 2014 წელს, თავის დასთან ერთად იმ მიზნით დააარსა, რომ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს სამედიცინო ხარჯებისთვის, ქიმიოთერაპიისთვის და სამედიცინო შემოწმებებისთვის საჭირო თანხებით დახმარებოდა. მან მაგალითი მისცა მათ, ვისაც სურთ, რომ რამე შეცვალონ და საზოგადოებაზე თავიანთი გავლენა მოახდინონ.

საქველმოქმედო ფონდის დაარსების შემდეგ, ჭიკაძემ რამდენიმე კამპანია წამოიწყო, რათა აშშ-ში, სომხეთში, კუბაში, ჰაიტიში, უკრაინაში და მშობლიურ საქართველოში მცხოვრები ოჯახებისთვის თანხები შეეგროვებინა. ამ კამპანიების წყალობით, ფინანსურ მხარდაჭერასა და დახმარებას სიმსივნით დაავადებული 200-ზე მეტი ადამიანი იღებს“, - წერს UFC-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ Forrest Griffin Community Award-ი UFC-ის მებრძოლებს გადაეცემათ, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ და ქველმოქმედებაში აქტიურად არიან ჩართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ხორვატიასთან - ქართველი წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ
მარცხი ხორვატიასთან - ქართველი წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ