მეკარის დილემა ვალენსიაში - გატუზოს პირველი პრობლემა
Aa
Aa

მეკარის დილემა ვალენსიაში - გატუზოს პირველი პრობლემა

ესპანური გამოცემა, Plaza Deportiva გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ შესახებ სტატიას აქვეყნებს და იმ პრობლემაზე გვესაუბრება, რომლის გადაჭრაც „ღამურების“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს მოუწევს.

„ვალენსიას შემადგენლობა დაუბალანსებელია და აშკარაა, რომ ზოგიერთ პოზიციაზე კადრების ნაკლებობაა, სხვაგან კი ზედმეტად ბევრ ფეხბურთელს ვხედავთ. ერთ-ერთი ასეთი მეკარის პოზიცია გახლავთ და გუნდში 4 გოლკიპერი ირიცხება. თუ ამ ზაფხულს ვალენსიამ ვერც ერთი მეკარე ვერ გაუშვა, მომდევნო კვირაში, ჯენარო გატუზოს მოუწევს, გაუმკლავდეს პრობლემას, რომელიც ბორდალასს ჰქონდა და მის გუნდში 4 მეკარე იქნება.

ვალენსიას იმედი აქვს, რომ გამოსავალს იპოვის და სილესენს გაუშვებს, რომელმაც იცის, რომ მისთვის ადგილსამყოფლის გამოცვლა მარტივი არ იქნება და ამასთან, მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. ვან გაალის მიხედვით, თუ სილესენს ნიდერლანდების ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა უნდა, საკლუბო დონეზე სასტარტოში უნდა თამაშობდეს. ვალენსიას შეუძლია, ერთი გასროლით ორი ჩიტი მოკლას. სილესენის გაშვებით კლუბის სახელფასო ბიუჯეტი განიტვირთება და მეკარის პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელების რაოდენობაც შემცირდება, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან ფინანსური ფეარ პლეი კვლავ პრობლემად რჩება“, - წერს Plaza Deportiva.

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის ცნობით, „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს და შეთანხმებასაც მიაღწია, თუმცა ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დგამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსელონა წარსულში ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა“ - ამბობს რონალდ კუმანი
„ბარსელონა წარსულში ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა“ - ამბობს რონალდ კუმანი