კორონავირუსის 2 შემთხვევა უიმბლდონზე - ბერეტინი და ჩილიჩი ტურნირს ჩაეხსნენ
Aa
Aa

კორონავირუსის 2 შემთხვევა უიმბლდონზე - ბერეტინი და ჩილიჩი ტურნირს ჩაეხსნენ

იტალიელი ჩოგბურთელი, მატეო ბერეტინი და ხორვატი მარინ ჩილიჩი უიმბლდონს ჩაეხსნენ. ამის მიზეზი კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხია. ორივე ჩოგბურთელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თავიანთ გულშემატკივარს დიაგნოზის შესახებ აუწყა.

„გულგატეხილი და განადგურებული ვარ, მაგრამ უნდა გამოვაცხადო, რომ უიმბლდონზე კორონავირუსის დადებითი პასუხის გამო, ვეღარ ვიასპარეზებ. გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მქონდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლაციაში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები მძიმე არ ყოფილა, გადავწყვიტე, დღეს დილით, კიდევ ერთი ტესტი ჩამეტარებინა, რათა პროტოკოლი დამეცვა და სხვა ჩოგბურთელების ჯანმრთელობას გავფრთხილებოდი. სიტყვები არ მაქვს, აღვწერო თუ რა იმედგაცრუებული ვარ. წლევანდელი ოცნება დასრულდა, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები“, - განაცხადა ბერეტინიმ.

„მოგესალმებით, მეგობრები. მწუხარებით გაცნობებთ, რომ კორონავირუსი დამიდგინდა. თვითიზოლაციაში ვიყავი და იმედი მქონდა, რომ მზად ვიქნებოდი, მაგრამ თავს კვლავინდებურად ცუდად ვგრძნობ და ჩემი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება არ შემიძლია. გულგატეხილი ვარ, უიმბლდონზე რომ ვერ ვიასპარეზე და ბალახის სეზონი ჩემთვის ასე დასრულდა“, - აღნიშნა ჩილიჩმა.

ცნობისთვის, ჩილიჩს დღეს მაკდონალდის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ბერეტინის მეტოქე კი გარინი უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაგალითი ადამიანებისთვის, ვისაც სურთ რამე შეცვალონ
„მაგალითი ადამიანებისთვის, ვისაც სურთ რამე შეცვალონ" - UFC-ი გიგას ქველმოქმედებაზე წერს