ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა - მიზეზი ფინანსური პრობლემებია
Aa
Aa

ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა - მიზეზი ფინანსური პრობლემებია

ქართველმა მოფარიკავეებმა შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვონ. 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაიმართება და 17 დღეში დაიწყება, თუმცა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის განცხადებით, არის შანსი, რომ ტურნირმა ქართველების გარეშე ჩაიაროს, რაც ფინანსური პრობლემების ბრალია.

„ფინანსური პრობლემების გამო, წლის უმნიშვნელოვანეს შეჯიბრზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოფარიკავეების გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...  ეგვიპტის დედაქალაქში გასამართ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მხოლოდ 17 დღე დარჩა!

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ბიუჯეტში კი თანხა, რომელიც კაიროში გასამგზავრებლად და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად არის საჭირო, უბრალოდ არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, ანტალიაში მიმდინარე ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, სანდრო ბაზაძემ შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა, ფინანსური პრობლემების გამო კი, არის შანსი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარის დილემა ვალენსიაში - გატუზოს პირველი პრობლემა
მეკარის დილემა ვალენსიაში - გატუზოს პირველი პრობლემა