ლივერპული, მილანი
Aa
Aa

რეალი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს - ასენსიოსთვის მილანი და ლივერპული იბრძვიან

მადრიდის „რეალმა“ მარკო ასენსიოს განუცხადა, რომ კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს. ესპანელი გარემარბის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში იწურება. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, „ბლანკოსი“ მზად არის 26 წლის ესპანელს შეელიოს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ასენსიოს გადაბირება „მილანს“ სურს. „რეალი“ თავის ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „როსონერისთვის“ მიუღებელი არ არის. სტეფანო პიოლის გუნდი მარკოს წელიწადში ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

თითქოს ყველაფერი ლოგიკურად მიდის, მაგრამ „მილანისთვის“ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს - ეს „ლივერპულია“.

იურგენ კლოპი ასენსიოს შეძენას გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „რეალის“ დატოვება არ ისურვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას სთავაზოს „ლივერპული“ ესპანელ შემტევს, თუმცა ერთი რამ ცხადია - „მილანმა“ ასენსიოსთვის ბრძოლა მერსისაიდულ გრანდს უნდა მოუგოს.

შეგახსენებთ, რომ მარკო ასენსიომ გასულ სეზონში მადრიდის „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 42-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ