დიმიტრი ხაჩიძე, ნიკა ბროლაძე, არჩილ ბოლქვაძე
Aa
Aa

3 ქართველი ფინალშია - ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულში

რომში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს. სამი ქართველი მოჭიდავე ფინალშია, ხოლო თორნიკე მიქელაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დიმიტრი ხაჩიძე, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში გავიდა. მან 1/2-ფინალურ სტადიაზე ისრაელის წარმომადგენელი მელკამუ ფეტენე დაამარცხა და ფინალში სომეხ სურენ აგჰაჯანიანს შეხვდება.

ხაჩიძის მსგავსად ფინალშია ნიკა ბროლაძე, რომელიც 67 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მან 1/2-ფინალში აზერბაიჯანელი კანან აბდულაზადე დაამარცხა და ფინალში სომეხ აშოტ ხაჩატურიანს დაუპირისპირდება.

ოქროს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებს არჩილ ბოლქვაძეს, რომელმაც ნახევარფინალში შვედის სახელით მოასპარეზე ჰამზა სერტკანლის ბარიერი დაძლია და ფინალში ფინელ ჯონი კუნარი სარკინენს შეხვდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ თორნიკე მიქელაძემ (77 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის თემურ ოჯონიკიძე (72 კგ.) იბრძოლებს, რომელიც რეპეშაჟში ნორვეგიელ მარიუს ამუნდსენ დალსბოტენს შეხვდება.

ფოტოზე: დიმიტრი ხაჩიძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები