''ფინალის ტოლფასი მატჩია'' - ზუროსმა უკრაინასთან მატჩისთვის 13 მოთამაშე შეარჩია
Aa
Aa

''ფინალის ტოლფასი მატჩია'' - ზუროსმა უკრაინასთან მატჩისთვის 13 მოთამაშე შეარჩია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ეროვნული გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა, ხოლო საკვალიფიკაციო მატჩებს 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს.


ილიას ზუროსმა უკრაინასთან სათამაშოდ 13 კალათბურთელი შეარჩია. ეს მოთამაშეები არიან:

გიორგი ცინცაძე, გივი ბაქრაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, კახაბერ ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში გამთენიისას გაფრინდება ✈️

შეგახსენებთ, G ჯგუფის ლიდერი საქართველოს ნაკრებია, ზუროსის გუნდმა 4-დან 3 შეხვედრა მოიგო.ესპანეთის ნაკრები 3-დან 3 გამარჯვებით მეორე პოზიციაზეა. საქართველოსა და ესპანეთს მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვთ. საუკეთესო მესამე გუნდის ვინაობა უკრაინასა და მაკედონიას შორის გაირკვევა.

ფოტო/ვიდეო: საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ინდიანაში ჩემგან მეტს ელიან'' - ბითაძე NBA-სა და ევრობასკეტზე
''ინდიანაში ჩემგან მეტს ელიან'' - ბითაძე NBA-სა და ევრობასკეტზე