უკრაინა
Aa
Aa

5-მეტრიანი ორმო - რუსებმა უკრაინაში მიკოლაევის სტადიონი დაბომბეს

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით საომარი მოქმედებები არ წყდება. ომის შედეგად არის უთვალავი მსხვერპლი, ინფრასტრუქტურული ზარალი კი რამდენიმე მილიარდს აღწევს.

საჰაერო, თუ სახმელეთო იერიშების შედეგად განადგურებულ ადგილებს შორის არის საფეხბურთო სტადიონებიც.

უკრაინის ნაკრებისა და იტალიური „ატალანტას“ ნახევარმცველმა, რუსლან მალინოვსკიმ სოციალურ ქსელში მიკოლაევის სტადიონის ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ მოედანზე რამდენიმემეტრიანი ორმოებია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა აგრესორებმა სტადიონზე იერიში გუშინ, გვიან ღამით მიიტანეს და რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს. შედეგად, მიკოლაევის სტადიონზე რამდენიმე ორმო გაჩნდა, მათ შორის ყველაზე დიდი კი 5-მეტრიანი ორმოა. ამასთან, დაზიანებულია სტადიონის ინფრასტრუქტურაც.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანზორ კავაზაშვილი პოლონეთის ნაკრებიდან გარიცხულ ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს
ანზორ კავაზაშვილი პოლონეთის ნაკრებიდან გარიცხულ ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს