ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დინამო ბათუმი
Aa
Aa

ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, როდესაც მამუკამ მითხრა, რომ ყველაფერი 99%-ით გადაწყვეტილი იყო - კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ Youtube-არხ Nobel-თან ინტერვიუს დროს ის პერიოდი გაიხსნენა, როდესაც გაიგო, რომ „ნაპოლიში“ მისი ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.

„როდესაც ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, ალბანეთთან ამხანაგური თამაშის წინ მამუკამ დამირეკა და მითხრა, რომ იტალიაში იმყოფებოდა ჩემი ნაპოლიში თამაში 99%-ით გადაწყვეტილი იყო. უნდა გავფრენილიყავი იტალიაში, რადგან კონტრაქტიც მზად იყო. იტალიაში გავფრინდი და მამუკასთან ერთად ყველაფერი კარგად განვიხილე, რადგან ბევრი ჩემოთავაზება იყო. სწრაფად უნდა გადაგვეწყვიტა, რაც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ბევრი კარგი გუნდი ინტერესდებოდა და ყველაფერზე უნდა დაფიქრებულიყავი“, - განაცხადა 21 წლის ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბს ივლისის დასაწყისში შეუერთდება და ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები