გიორგი ქინქლაძე, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველა თვისება აქვს“ - ქინქლაძემ „კვარაზე“ ისაუბრა

„მანჩესტერ სიტისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ ბლოგერ ნობელ არუსტამიანთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ქინქლაძემ 21 წლის ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია:

„მინდა, რომ მას წარმატებები ვუსურვო და მსურს ითამაშოს უფრო დიდი ფეხბურთი, ვიდრე მე ვითამაშე. ჩემს თავთან მსგავსებას ვამჩნევ. როდესაც ბურთს მიიღებს, ცდილობს, რომ გუნდი შეტევაში ამოიყვანოს და მცველი მოატყუოს. მოედნის ხედვაც ძალიან მაგარი აქვს. მას აქვს ყველანაირი თვისება დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. არის თუ არა ჩემზე ძლიერი? არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ეს თავად ხვიჩას ჰკითხეთ“, - განაცხადა ქინქლაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

 ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბს ივლისის დასაწყისში შეუერთდება და ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა დადებული
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა დადებული"