ჩელსი, ნეიმარი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

პსჟ-ს აღარ სჭირდება - ჩელსი ნეიმარისთვის იბრძოლებს

პირველ ივლისს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად იხსნება, თუმცა ევროპულმა გრანდებმა მნიშვნელოვანი ტრანსფერები უკვე განახორციელეს და ახლა კულმინაცია დგება.

მაგალითად, ლონდონის „ჩელსი“ ძალიან ახლოს არის რაფინიას გადაბირებასთან. გუნდები შეთანხმდნენ და მოსაგვარებელი ახლა ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელფასია.

ავტორიტეტული გამოცემა SPORT „არისტოკრატებზე“ კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ტოდ ბოელს „პარი სენ ჟერმენიდან“ ნეიმარის წამოყვანა სურს.

ბოლო პერიოდში ბრაზილიელ სუპერვარსკვლავსა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის ურთიერთობა დაიძაბა. კლუბს ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ჰყავს, რომელიც ფიქრობს, რომ გუნდის მთავარი დასაყრდენი კილიან მბაპე უნდა იყოს და ნეიმარი ზედმეტია. საინტერესოა ნასერ ალ-ხელაიფის მოსაზრება, რომელმაც განაცხადა:

„იქნება თუ არა ნეიმარი პსჟ-ს პროექტში? ამ თემაზე ღიად საუბარი არ შეიძლება. იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მოვლენ და ასევე წავლენ. ეს ყველაფერი კერძო მოლაპარაკებაა.“

ნეიმარის ტრანსფერი მაინც რთულად წარმოსადგენია, რადგან ბრაზილიელ ფეხბურთელს თავისი კონტრაქტი იცავს. ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ „პარი სენ ჟერმენი“ მას ხელშეკრულებას თვითნებურად ვერ გაუწყვეტს. აქედან გამომდინარე, 30 წლის ფეხბურთელის სხვა გუნდში გადასვლა მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელაიფი: მომავალ სეზონში ყველა დროის საუკეთესო მესის ვიხილავთ
ხელაიფი: მომავალ სეზონში ყველა დროის საუკეთესო მესის ვიხილავთ