გაგრა, იბერია 1999, ტორპედო, გიორგი არაბიძე
Aa
Aa

ტორპედოს მნიშვნელოვანი გამარჯვება დილასთან, გაგრამ და საბურთალომ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-20 ტურში საინტერესო დაპირისპირებები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა, წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 4:1 გაიმარჯვა.

მასპინძელთა მხრიდან ყველაზე გამორჩეული ახვლედიანი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა გორელთა დამარცხებას სათავე არაბიძემ დაუდო, რომელმაც მე-18 წუთში საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა. „დილას“ მხრიდან ერთადერთი გოლი ლეგიონერმა ჰაჯი დრამემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ქუთაისურ კლუბს 24 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში „ტორპედო“ „საბურთალოს“ ესტუმრება. რაც შეეხება „დილას“, გორელები 34 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და მომდევნო ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

უხვგოლიანი გამოდგა „საბურთალოსა“ და „გაგრას“ დაპირისპირება. გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს და თითო ქულა გაიყვეს. პირველ ნახევარში სტუმრები სიხარულიძემ დააწინაურა, ხოლო ტაიმის მიწურულს ქობულაძემ წონასწორობა აღადგინა.

გაცილებით საინტერესო გამოდგა მეორე ტაიმი. 48-ე წუთზე ნონიკაშვილმა თბილისური კლუბი დააწინაურა, ხოლო ზუსტად 10 წუთში გულიაშვილმა სხვაობა გაზარდა. მასპინძლები წაგებას არ ეგუებოდნენ და ზეწოლა გააძლიერეს.

87-ე წუთზე ლომინაძემ შონიას ზუსტი პასი გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. 90-ე წუთზე კი ბუხაიძემ გაისროლა და საბოლოო შედეგი 3:3 დააფიქსირა. ამ მატჩის შემდეგ, „გაგრა“ 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და შემდეგ ტურში „ლოკომოტივს“ სტუმრად დაუპირისპირდება. „საბურთალო“ კი 30 ქულით მე-5 ადგილზე მოგვევლინა. თბილისელები 21-ე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა: „სპალეტიმ მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა სურდა. სერია A დიდი ნახტომია
ხვიჩა: „სპალეტიმ მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა სურდა. სერია A დიდი ნახტომია"