მეორე გამარჯვება უიმბლდონზე - ბასილაშვილმა ჰალისს მოუგო
Aa
Aa

მეორე გამარჯვება უიმბლდონზე - ბასილაშვილმა ჰალისს მოუგო

უიმბლდონის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კუენტინ ჰალისს დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში 7:6 0:6 7:5 7:6 გაიმარჯვა.

პირველი სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდნენ. საქმე საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე მივიდა, სადაც „ჩვენებურმა“ 9:7 გაიმარჯვა და სეტებს შორის ანგარიშში დაწინაურდა.

შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზმა მეორე სეტში დაისვენა და აბსოლუტურად ყველა გეიმი წააგო - 0:6. მესამე სეტი კვლავ დაძაბული გამოდგა. ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად თამაშობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში ბასილაშვილის სასარგებლოდ 6:5 იყო, ქართველმა ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

მეოთხე სეტი პირველის იდენტური იყო. მოთამაშეებმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს და გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც საქართველოს პირველმა ნომერმა უშეცდომოდ იასპარეზა და 7:5 მოიგო. ცნობისთვის, შემდეგ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიმ ვან რაიტჰოვენსა და ოპელკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნათელა ძალამიძე: „თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა“
ნათელა ძალამიძე: „თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა“