ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი პსჟ-ში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს - კლუბი მზადაა ის გაუშვას

როგორც ჩანს, ნეიმარისა და პსჟ-ს ისტორია დასასრულს უახლოვდება.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ პარიზელებს ბრაზილიელის გასხვისება სურდათ, რომ სახელფასო ბიუჯეტი გამოეთავისუფლებინათ და ზოგადად გუნდში ახალი წესრიგი მყარდება, რომელშიც ნეიმარი აღარ მოიაზრება.

დღეს ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა ადრიენ გრენიემ დაწერა, რომ თავად „ნეიც“ კლუბში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს და წასვლაზე ფიქრობს.

თანამშრომლობის შეწყვეტის ორმხრივი სურვილის მიუხედავად, მხარეები არ არიან დარწმუნებულები, რომ ტრანსფერის განხორციელებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

მთავარ პრობლემას ბრაზილიელის ანაზღაურება წარმოადგენს, რომლის გადახდის სურვილს დიდად არცერთი გრანდი არ გამოთქვამს. ნეიმარი პირველ რიგში „ბარსელონას“ დაუკავშირეს. კატალონიელთა რიგებში დასაბრუნებლად ფეხბურთელს ანაზღაურების საგრძნობლად დაკლება მოუწევს. ის ამჟამად წლიურად 30 მილიონ ევროს იღებს.

ასევე არის „ჩელსის“ ვარიანტიც, თუმცა ბრაზილიელი ინგლისში გადასვლას არ განიხილავს.

პსჟ ნეიმარის 50 მილიონ ევროდ გასაყიდად მზადაა, თუმცა ფასის დაკლებაზე მოლაპარაკებებისთვისაც მზად არიან.

გასულ სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ში 22 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ტრანსფერიდან თანხას ყველა კლუბი მიიღებს“
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ტრანსფერიდან თანხას ყველა კლუბი მიიღებს“