შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს
Aa
Aa

შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს

ამერიკელმა მებრძოლმა, შონ ომალიმ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლებზე ისაუბრა და ტოპ 15-ის სათავეში მყოფები გააკრიტიკა. ომალიმ ინტერვიუ ESPN-ს მისცა და განაცხადა, რომ რეიტინგში მასზე მაღლა მყოფ მებრძოლებს მასთან ჩხუბი არ სურთ.

„რეიტინგში ჩემზე მაღლა მყოფი მებრძოლები ჩემს სახელს არასდროს ახსენებენ და არასდროს მიწვევენ. ახლა ედრიან იანესი მიწვევს. იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს და ამ დივიზიონში და UFC-ში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მებრძოლს უნდა იწვევდეს.

ჩემზე მაღლა მყოფი მებრძოლები არ მიწვევენ და არ ვიცი, ასე რატომ ხდება. შეიძლება, ჰგონიათ, რომ დროის დაკარგვაა და არ სურთ, მარტივი ფული იშოვონ. არ ვიცი. შეუძლიათ, რაც უნდა ის თქვან და იფიქრონ, მაგრამ ჩემი აზრით, ასე იმიტომ იქცევიან, რომ ხვდებიან, წინ ურთულესი ბრძოლა ელით“.

შონ ომალის სიტყვების შემდეგ, სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილის მიერ გაკეთებული განცხადები გაიხსენეს. „მანქანა“ ამერიკელ მებრძოლს წლებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი უამრავჯერ გამოთქვა. მერაბი რეიტინგში ომალიზე მაღლა დგას და მე-6 ადგილზე იკავებს, თუმცა რატომღაც მას ქართველი მებრძოლი არ გახსენებია, როცა განაცხადა, რომ რეიტინგის წამყვან პოზიციაზე მყოფები არ იწვევენ. სხვათა შორის, ომალის განცხადებას დვალიშვილიც გამოეხმაურა და პოსტის ქვეშ სიცილის სმაილები დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობელი ვარ, რომ აქ მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“ - ქეცბაიას პირველი კომენტარი
„მადლობელი ვარ, რომ აქ მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“ - ქეცბაიას პირველი კომენტარი