დასანანი მარცხი - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსთან წააგეს
Aa
Aa

დასანანი მარცხი - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსთან წააგეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიების ეგიდით მეორე შეხვედრა გამართეს და უელსელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ჩვენმა ბიჭებმა ფავორიტ უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ - 24:30.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს და შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 13:21. ლადო კილასონიას გუნდის რიგებში ლელოებით თავი გიორგი მაისურაძემ, ბექა შვანგირაძემ და გიორგი კერვალიშვილმა გამოიჩინეს, გარდასახვები კი მოდებაძემ და სახელაშვილმა გამოიყენეს. მეორე ნახევარში უელსელები გააქტიურდნენ, 14 ქულით გვაჯობეს (17:3) და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.

ამრიგად, უმცროს ბორჯღალოსნებს 2-დან 2 წაგება აქვთ და მომდევნო შეხვედრა შოტლანდიის 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ელით. მატჩი 6 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება. სკოტებს 1 წაგება აქვთ და დღეს საუკეთესოს ვინაობას იტალიის წინააღმდეგ გაარკვევენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მასპინძელ იტალიას 3 ლელო გაუტანეს, თუმცა თავად ხუთი მიიღეს და მასპინძლებმა 36:19 მოიგეს, ხოლო უელსმა შოტლანდია 45:15 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს
შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს