კევინ დურანტს ბრუკლინის დატოვება სურს და ტრეიდი მოითხოვა - მისი რჩეულები ფინიქსი და მაიამი არიან
Aa
Aa

კევინ დურანტს ბრუკლინის დატოვება სურს და ტრეიდი მოითხოვა - მისი რჩეულები ფინიქსი და მაიამი არიან

„ბრუკლინ ნეთსის“ სუპერვარსკვლავს, კევინ დურანტს ადგილსამყოფლის გამოცვლა სურს. NBA-ის ინსაიდერების, შემს ჩარანიას და ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, „კეიდიმ“ გაცვლა მოითხოვა და ამ ეტაპზე, რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

როგორც ირკვევა, მის მენეჯერს „ბრუკლინის“ ხელმძღვანელობასთან მუშაობა დაწყებული აქვს და შესაძლო კანდიდატებს ეძებს. Yahoo Sports-ის ინფორმაციით, „კეიდის“ დასავლეთ კონფერენციაში დაბრუნება სურს და მისი სასურველი გუნდები „ფინიქს სანსი" და „მაიამი ჰიტი" არიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნეთსის“ კიდევ ერთი ლიდერის, კაირი ირვინგის წასვლაზე იწერებოდა. ეს საკითხი კვლავინდებურად აქტუალურია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბრუკლინს“ ირვინგიც დატოვებს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში დურანტმა მონაწილეობა 55 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 37.2 წუთს ატარებდა. ამ დროში მისი მონაგარი 29.9 ქულა, 7.4 მოხსნა და 6.4 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინანსური პრობლემები ვალენსიაში - დიდი ზარალი გასულ სეზონში
ფინანსური პრობლემები ვალენსიაში - დიდი ზარალი გასულ სეზონში