კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, ლეო მესი
Aa
Aa

Marca-ს წლის საუკეთესოთა სია - მესი და რონალდუ 20-ეულს მიღმა

მადრიდულმა Marca-მ განვლილი სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა.

გასაკვირი არ არის, რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ კარიმ ბენზემა დასახელდა.

ესპანურმა გამოცემამ 100 მოთამაშის სია შეადგინა, რომლებმაც გასულ სეზონში საუკეთესოდ ითამაშეს. რეიტინგი მსოფლიოს 60-ზე მეტი ჟურნალისტისა და ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ ჩამოაყალიბა.

საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

1 - კარიმ ბენზემა, 2 - ტიბო კურტუა, 3 - ვინისიუს ჯუნიორი, 4 - მოჰამედ სალაჰი, 5 -  კილიან მბაპე, 6 - ლუკა მოდრიჩი, 7 - კევინ დე ბრუინი , 8 - რობერტ ლევანდოვსკი, 9 - ვირჯილ ვან დეიკი, 10 - სადიო მანე. 11 - ბერნარდო სილვა, 12 - ერლინგ ჰოლანდი, 13 - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, 14 - ლუის დიასი, 15 - რაფაელ ლეო, 16 - კრისტოფერ ნკუნკუ, 17 - სონ ჰეუნ-მინი, 18 - დარვინ ნუნესი, 19 - ჟოაო კანსელო, 20 - როდრი.

აღსანიშნავია, რომ პირველად მათი კარიერის მანძილზე, რონალდუ და მესი ერთდროულად ოცეულს მიღმა დარჩნენ. კრიშტიანუმ 21-ე ადგილი დაიკავა, მესიმ კი 26-ე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
626 ათასი დოლარი - რონალდუ სასამართლოს მოგების შემდეგ, თანხის დაბრუნებას გეგმავს
626 ათასი დოლარი - რონალდუ სასამართლოს მოგების შემდეგ, თანხის დაბრუნებას გეგმავს