პედი პიმბლეტი დაამატეს, მაგრამ მერაბი და ილია არ არიან - UFC 4-ის განახლება
Aa
Aa

პედი პიმბლეტი დაამატეს, მაგრამ მერაბი და ილია არ არიან - UFC 4-ის განახლება

პოპულარული ვიდეოთამაშის, UFC 4-ის მოყვარულებს 4 ახალი პერსონაჟის გამოყენება შეეძლებათ. დღეს, EA SPORTS UFC-იმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ამიერიდან, UFC 4-ში პოლ კრეგი, მოლი მაკკენი, ტომ ასპინალი და პედი პიმბლეტი იქნებიან.

UFC-ისა და ვიდეოთამაშის მოყვარულთა შორის, ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, ისეთ მებრძოლებზე ადრე, როგორებიც მატეუშ გამროტი, ჩიტო ვერა, შავკატ რახმანოვი, ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, მოვსარ ევლოევი, შონ სტრიკლენდი და სხვები არიან, პიმბლეტი და მაკკენი არ უნდა დაემატებინათ.

როგორც მოგეხსენებათ, UFC 4-ში ერთადერთი ქართველი მებრძოლია. 2022 წლის თებერვალში,  EA SPORTS UFC-იმ გადაწყვიტა, რომ გიგა ჭიკაძე დაემატებინა. „ნინძას“ რეიტინგი 4 ვარსკვლავი გახლავთ და როგორც მოსალოდნელი იყო, გიგას საუკეთესო მაჩვენებელი სტრაიკინგში აქვს - ოთხ-ნახევარი ვარსკვლავი. ჭიკაძეს გრეპლინგში სამ-ნახევარი ვარსკვლავი მიანიჭეს, ხოლო ჯანმრთელობაში - ოთხ-ნახევარი ვარსკვლავი.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი ნეიმარის შეძენას გეგმავს
მილანი ნეიმარის შეძენას გეგმავს