ორი სუპერმაქსიმალური კონტრაქტი - იოკიჩი და ბილი დენვერში და ვაშინგტონში დარჩნენ
Aa
Aa

ორი სუპერმაქსიმალური კონტრაქტი - იოკიჩი და ბილი დენვერში და ვაშინგტონში დარჩნენ

„დენვერ ნაგეთსის“ კალათბურთელმა, ნიკოლა იოკიჩმა კოლორადოელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და სუპერმაქსიმალური ხელშეკრულება გააფორმა. NBA-ის ორგზის MVP-მ „დენვერს“ საკუთარი მომავალი კიდევ 5 წლით დაუკავშირა და ამ პერიოდში, საერთო ჯამში, 264 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

NBA-ის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა. 27 წლის სერბი მომდევნო სეზონში 32.5 მილიონს მიიღებს და ახალი კონტრაქტი სწორედ ამის შემდეგ ამოქმედდება. „ჯოკერი“ „დენვერში“ 2027-28 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება და ბოლო წელს მისი ანაზღაურება 59.1 მილიონი იქნება.

იოკიჩი ერთადერთი არაა, ვინც სუპერმაქსიმალური ხელშეკრულება გააფორმა. „ვაშინგტონ უიზარდსმა“ თავისი ლიდერის, ბრედლი ბილის გაშვებაზე უარი განაცხადა და მას 5-წლიანი კონტრაქტი დაუდო, რომლის დროსაც, იგი 250 მილიონს მიიღებს. როგორც მოგეხსენებათ, ბრედლიმ მოთამაშის ფუნქცია არ აამოქმედა და თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა „ვაშინგტონს“ ვერავინ აჯობა.

ცნობისთვის, ბილი გასულ სეზონში საშუალოდ 23.2 ქულას, 6.6 მოხსნასა და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. იოკიჩს რაც შეეხება, მისი საშუალო 27.1 ქულა, 13.8 მოხსნა და 7.9 შედეგიანი გადაცემა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები