გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„დიდი ამბიციები მაქვს და ტიტულების მოგება მინდა" - წიტაიშვილის პირველი კომენტარი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა „ლეხის“ ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა. „წიტამ“ პოლონეთში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა და კლუბთან ერთად, ტიტულების მოპოვების სურვილი გამოთქვა.

„აქ იმიტომ ვარ, რომ ვისლას რიგებში ვთამაშობდი და ვიცი, როგორი ჩემპიონატია. აქაური მედია, მოედნები, გულშემატკივრები, ხალხი და გუნდები ძალიან მომწონს. პოლონეთის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და მაღალი დონისაა. დიდი ამბიციები მაქვს და ჩემი აზრით, ლეხი ტოპ გუნდია. ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და მინდა, გუნდს დავეხმარო. მსურს, პოლონეთის ჩემპიონი გავხდე და მეტი ტიტული მოვიგო“.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი წიტაიშვილმა კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა და თავი კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამჟამად, იგი „დინამო კიევთან“ ერთად იმყოფება და ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის.

ცნობისთვის, 2021-22 წლების სეზონში „ლეხი“, რომლის რიგებში ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობს, პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლეხის“ მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღია“, რომლის წევრი ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა...კავარაც... კვარაცხ...“ - სერია A ხვიჩას მიესალმა
„კვარა...კავარაც... კვარაცხ...“ - სერია A ხვიჩას მიესალმა