2 მოფარიკავით მსოფლიო ჩემპიონატზე - ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს
Aa
Aa

2 მოფარიკავით მსოფლიო ჩემპიონატზე - ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს

15-23 ივლისს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ორი მოფარიკავის მონაწილეობას ქალაქ თბილისის მერია დააფინანსებს.

ეს დედაქალაქის მერიისთვის, მიმდინარე წელს, ფარიკაობის წარმატებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირველი მნიშვნელოვანი წვლილი არ გახლავთ.

2022 წლის იანვარში, სანდრო ბაზაძის ტრიუმფით დასრულებული ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასის, ასევე მაისში დაშნით ფარიკაობაში გამართული ანალოგიური ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალაქ თბილისის მერია გახლდათ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სანდრო ბაზაძეს, ის ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის პარიზში ემზადება.

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონობის შემდეგ პარიზში დაბრუნდა და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ვარჯიში საფრანგეთის დედაქალაქში განაგრძო. ჩვენი ნაკრების ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატს იდეალურ სპორტულ ფორმაში ხვდება და, რა თქმა უნდა, ეგვიპტეშიც უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები