ახალი კონტრაქტი სალაჰს - ეგვიპტელი ლივერპულში დარჩა
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი სალაჰს - ეგვიპტელი ლივერპულში დარჩა

მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა კლუბს საკუთარი მომავალი 2025 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა და მისი სამომავლო გეგმების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს წერტილი დაუსვა.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მიხარია, კლუბთან ერთად თასებს რომ ვიგებ და ეს დღე ყველასთვის ბედნიერი დღეა. კონტრაქტის გახანგრძლივებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ მთავარია, შეთანხმებას მივაღწიეთ და ახლა მომავალზე ვართ ორიენტირებული.

ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი ყოველთვის წინ მიიწევდა. გასულ სეზონში, ახლოს ვიყავით, რომ ოთხი ტიტული მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ ორი მათგანი ხელიდან გავუშვით. ლივერპული ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება, რათა ყველა მიმართულებით კონკურენტუნარიანი იყოს. ამასთან, კლუბმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა და თავდაუზოგავად მუშაობას განვაგრძობთ“.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წელს, „რომადან“ გადავიდა. გასულ სეზონში, მან მონაწილეობა 51 შეხვედრაში მიიღო და 31 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა...კავარაც... კვარაცხ...“ - სერია A ხვიჩას მიესალმა
„კვარა...კავარაც... კვარაცხ...“ - სერია A ხვიჩას მიესალმა