მარცხი იაპონიასთან - საქართველოს წყალბურთის ნაკრები მუნდიალზე მე-10 ადგილზე გავიდა
Aa
Aa

მარცხი იაპონიასთან - საქართველოს წყალბურთის ნაკრები მუნდიალზე მე-10 ადგილზე გავიდა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი გუნდი იაპონიას დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მეათე ადგილს დასჯერდა.

პირველი რვაწუთეული ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და მეტოქეზე 2-ით მეტი გოლი გავიტანეთ - 5:3. მეორე პერიოდში სცენარი შეიცვალა, იაპონელებმა წინ გასვლა მოახერხეს და შესვენებაზე მინიმალური ჰანდიკაპით ჰქონდათ -  10:9. მესამე რვაწუთეულში გუნდებმა 2:2 გოლი გაიტანეს და ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. საქართველოს წონასწორობის აღდგენა რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დასანანი მარცხი იწვნია - 15:16.

საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესოები ბორის ვაპენსკი და ანდრია ბითაძე იყვნენ, რომლებმაც 4-4 გოლი გაიტანეს. იოვან სარიჩმა და ნიკა შუშიაშვილმა მეტოქეთა კარი 2-2-ჯერ აიღეს, ხოლო ადეიშვილის, იმნაიშვილის და ბარალდის ანგარიშზე თითო-თითო გოლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი თამაში მოიგო და პლეიოფში ხორვატიასთან დამარცხდა. მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში სამხრეთ აფრიკას 20:7 ვაჯობეთ, თუმცა იაპონიასთან წავაგეთ და მუნდიალი მე-10 ადგილზე დავასრულეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ნამდვილი ფენომენია
„დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ნამდვილი ფენომენია" - იტალიელები ხვიჩას ტრანსფერზე