გურამ ქუთათელაძე, დამირ ისმაგულოვი
Aa
Aa

''ქართველო ვიკინგო, პატივს გცემ და ყაზახეთში გიწვევ'' - ისმაგულოვი ქუთათელაძეზე

UFC-ის ყაზახმა მებრძოლმა დამირ ისმაგულოვმა, რომელმაც 19 ივნისს გურამ ქუთათელაძე დაამარცხა, ყაზახურ Sports.kz-სთან ქართველ მებრძოლზე დადებით კონტექსტში ისაუბრა. ისმაგულოვმა ქუთათელაძე ყაზახეთში დატაპიჟა.

''კარგი ბრძოლა იყო. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა თქვა. ჩემი ოპონენტი გურამ ქუთათელაძე, და მე ''მშივრები'' ვიყავით, ვერ მივიღეთ ბონუსი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვისაც ბრძოლა ესმის, ჩვენს ბრძოლას აფასებს და მას მაღალ შეფასებას აძლევს. გურამ, ბრძოლის შემდეგ ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ მე მხოლოდ პატივისცემას გამოვხატავ შენს მიმართ, ქართველო ვიკინგო. ყაზახეთში გიწვევ. ვფიქრობ, ჩვენი სამზარეულო მოგეწონება''.

შეგახსენებთ, ისმაგულოვმა ქუთათელაძესთან შეხვედრაში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ქუთათელაძემ და მისმა მწვრთნელმა არბიტრის ქმედება კრიტიკულად შეაფასეს.

ცნობისთვის, ბრძოლის შემდეგ, გურამმა ასეთი განცხადება გააკეთა: „რა შემიძლია ვთქვა... უნდა ვისწავლო. მსაჯების ხელში არასდროს არ უნდა დატოვო. ბოდიშს ვუხდი ოჯახს და გუნდს, რომ ვანერვიულე და იმედები გავუცრუე. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ“.

ქუთათელაძის კარიერაში ეს მესამე მარცხი იყო. ჯამში მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა.

რაც შეეხება რუსეთის სახელით მოასპარეზე ყაზახ მებრძოლს, მას კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. იგი UFC-ში დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყვილთა თანრიგი - ბასილაშვილი უიმბლდონის მერვედფინალშია
წყვილთა თანრიგი - ბასილაშვილი უიმბლდონის მერვედფინალშია