დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ხოჭოლავამ ფეიენორდს შეუგდო - კოპენჰაგენმა 7:0 მოიგო

ნიდერლანდური ''ფეიენორდი'' ამხანაგურ მატჩში ''კოპენჰაგენთან'' 0:7 განადგურდა. სკანდინავიური კლუბის მხრიდან მეორე გოლი დავით ხოჭოლავას ანგარიშზეა, მან 21-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გაზარდა.

''კოპენჰაგენი'' შემდეგ ამხანაგურ მატჩს ''ბრიუგესთან'' გამართავს.

გასულ სეზონში ხოჭოლავას გუნდი დანიის ჩემპიონი გახდა და ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, გათამაშებაში ფლეი-ოფის სტადიაზე ჩაერთვება.

რაც შეეხება დანიის ჩემპიონატს, 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში ''კოპენჰაგენი'' ''ჰორსენს'' უმასპინძლებს, შეხვედრა 17 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ნამდვილი ფენომენია
„დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ნამდვილი ფენომენია" - იტალიელები ხვიჩას ტრანსფერზე