ბარსელონა, უსმან დემბელე
Aa
Aa

ბარსელონას ულტიმატუმი დემბელეს: "ხელფასი 40 %-ით შეიმცირე"

სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. უსმან დემბელე ახლა თავისუფალი აგენტია და „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ არის, თუმცა ფრანგ შემტევს ბევრი არჩევანი არ აქვს. საუბარი კვლავ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიდის, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ჩანს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დემბელეს ბარსას მიერ შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს. ამავდროულად, „ბლაუგრანა“ კონტრაქტის გაუმჯობესებას არ აპირებს და თუ უსმანი ამ ყველაფერს არ დათანხმდება ახალი გუნდის პოვნა მოუწევს.

მეტიც, კატალონიური გრანდი ახალგაზრდა ტალანტს ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის ხელფასის შემცირებასაც სთხოვს. ეს კი მისთვის ჯერჯერობით ყოვლად მიუღებელია. SPORT-ის ინფორმაციით, ბარსა დემბელეს ანაზღაურების 40 %-ით შემცირებას სთხოვს. ფრანგი ფეხბურთელი ამას, რომ დათანხმებოდა, კლუბს ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება შეეძლებოდა.

აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ „ბარსელონამ“ უსმანს ნათლად აუხსნა, რომ სხვა შეთავაზება არ იქნება. გადაწყვეტილება ახლა თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. კლუბსა და დემბელეს შორის ბოლო კონტაქტი გასულ ორშაბათს შედგა. უსმანის დარჩენის მთავარი მომხრე ჩავი ერნანდესია.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეთი „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოოდ ალ-ხელაიფიმ მასზე უარი განაცხადა. ახლა კი ფრანგი ვარსკვლავისთვის მხოლოდ ლონდონის „ჩელსი“ იბრძვის

დემბელე "ბარსელონაში"

ფრანგი შემტევი „ბლაუგრანას“ 2017 წლის ზაფხულში „დორტმუნდის ბორუსიადან“ შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, უსმან დემბელემ „ბარსელონას“ მაისური 149-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მჯერა, რომ ის ვარჯიშზე არ გამოცხადდება" - ლევანდოვსკი უკიდურეს ზომას მიმართავს?