წყალტუბოს სამგურალი, თბილისის ლოკომოტივი
Aa
Aa

სამგურალის უხვგოლიანი გამარჯვება - ლოკოს მე-19 მარცხი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში წყალტუბოს ''სამგურალმა'' შინ თბილისის ''ლოკომოტივი'' 4:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 37-ე წუთზე ბექა დარცმელიას საგოლე პასით შოთა შეყილაძემ გაიტანა. მე-40 წუთზე ჯეფინიოს შესრულებულ კუთხურს მაისაშვილის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა, წონასწორობა აღდგა - 1:1.

65-ე წუთზე ნიკიტა სამდიანკინის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ ''სამგურალისთვის'' სადებიუტო გოლი შეაგდო - 2:1.

71-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ პენალტი გამოიყენა, 88-ე წუთზე კი ანდრია დევდარიანმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი მიქაძის გაწვრთნილი ''სამგურალი'' 36 ქულით მესამე ადგილზეა, თბილისის ''დინამოს'' 2 ქულით ჩამორჩება, ლიდერ ბათუმის ''დინამოსთან'' კი 11 ქულა აშორებს.

თბილისის ''ლოკომოტივმა'' 20 ტურში მხოლოდ 3 ქულა დააგროვა, ერთი მატჩი მოიგო და 19 შეხვედრაში დამარცხდა.

ამავე ტურში ბოლნისის ''სიონისა'' და ''თელავის'' მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ''სიონი'' 21 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო ''თელავი'' 25 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შესვენება 13 აგვისტომდე გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია
„ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია" - არველაძემ ხვიჩას წარმატება უსურვა