4 ოქროს შანსი - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი თავისუფალ სტილში
Aa
Aa

4 ოქროს შანსი - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი თავისუფალ სტილში

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრების 4 წევრი ფინალშია, მათ ოქროს მედლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა აშორებთ. კერძოდ, დავით აბდალაძე (61 კგ.), დავით კოღუაშვილი (86 კგ.), ანდრო მარგიშვილი (92 კგ.) და მერაბ სულეიმანიშვილი (125 კგ.) ფინალურ შეხვედრებს ხვალ, 3 ივლისს გამართავენ.

აბდალაძემ (61 კგ) 1/2-ფინალში რუმინელი დანიელ მარიან სანდუს ბარიერი დაძლია.

1/2-ფინალში კოღუაშვილმა (86 კგ) უკრაინელი ნაზარ დოდი დაამარცხა, ფინალში მისი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რახიმ მაგამადოვია.

1/2-ფინალში ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) უკრაინელ დენის საჰალიუკს აჯობა, ხოლო სულეიმანაშვილმა (125 კგ) ბულგარელ გეორგი ლიუბომიროვს სძლია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ოთარ ადეიშვილი, რომელიც 79 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში სომეხ მურსეგ მკრტჩიანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლუკა ღვინჯილია (57 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელია, გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველი დმიტრი კარასტოიანოვი 10:0 დაამარცხა.

ღვინჯილიას მსგავსად ბრინჯაოს მედალი ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ.) მოიპოვა, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქ მეჰმეთ ჩელიკს აჯობა. ასევე, ლუკა ხუჭუამ (97 კგ) აზერბაიჯანელი ვარის მეჰდიზადე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - ოთარ ადეიშვილი ფინალში გავიდა
ევროპის ჩემპიონატი - ოთარ ადეიშვილი ფინალში გავიდა