ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი
Aa
Aa

ვოლკანოვსკიმ ჰოლოვეის მესამედ მოუგო და ტიტული მეოთხედ დაიცვა

UFC-ის ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ ლას-ვეგასში UFC 276-ზე მაქს ჰოლოვეი დაამარცხა. ადესანიასა და კანონიერის ბრძოლის ფონზე ამ ბრძოლამ საღამოს მთავარი მოვლენის სტატუსი დაკარგა, თუმცა ინტერესი მაინც ძალიან დიდი იყო.

ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ვოლკანოვსკის გამარჯვებით დასრულდა - (50-45, 50-45, 50-45).

ვოლკანოვსკიმ ტიტული უკვე მეოთხედ დაიცვა. ავსტრალიელმა ჰოლოვეის დამარცხება მესამედ შეძლო.

ვოლკანოვსკი გახდა მეოთხე მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელმაც პირველ 12 ბრძოლაში გამარჯვება შეძლო.

უკანასკნელი, ვინც ამ შედეგს მიაღწია, მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი იყო, მანამდე კი კამარუ უსმანი და ანდერსონ სილვა.

ვოლკანოვსკი ასევე გახდა პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელმაც ერთი და იგივე მეტოქე სატიტულო ბრძოლაში სამჯერ დაამარცხა.

„მაქსი ნამდვილი მხეცია. მთელი ის ზეწოლა, რაც ჩემზე განხორციელდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მჭირდებოდა. ეს ყველაფერი უპატივცემულობად მივიღე და გამახსენდა.

ხალხი ჩემს გატეხას ცდილობდა, მაგრამ მე გადავრჩი და ახლა ვერავინ გამტეხს.

მე უკვე დავამტკიცე, რომ მინდა რაც შეიძლება ხშირად ვიყო ოქტაგონზე, მინდა ვიყო აქტიური. მინდა წონა შევიცვალო და ორმაგი ჩემპიონი გავხდე და ორივე ტიტულს დავიცავ.

ჩარლზ ოლივეირა, ან ვინც ქამარს ფლობს, არავითარი უპატივცემულობა, მაგრამ მე მინდა შენს წინააღმდეგ წარვდგე და ორმაგი ჩემპიონის სტატუსი მოვიპოვო“,

- განაცხადა ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ-ხვიჩას დუეტი? - ნაპოლი კრიშტიანუს უმიზნებს
რონალდუ-ხვიჩას დუეტი? - ნაპოლი კრიშტიანუს უმიზნებს