ბრუკლინი, ლეიკერსი
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - ირვინგი ლეიკერსში, ვესტბრუკი ბრუკლინში

NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ, კალათბურთელების გაცვლებთან დაკავშირებით არაერთი სიახლე გვხვდება. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე გახლავთ და საკმაოდ ხმაურიანი ინფორმაციაც გავრცელდა.

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ და ბრუკლინ „ნეტსი“ აქტიურად განიხილავენ რასელ ვესტბრუკისა და კაირი ირვინგის გაცვლას. არსებობს ოპტიმიზმი, რომ აღნიშნული გაცვლა მოხერხდება, მაგრამ არის დამაბრკოლებელი ფაქტორებიც.

ბრუკლინს სურს, რომ გარიგებაში ჯო ჰარისი ჩართოს, რომელიც ახლა ტერფის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესშია. „ნეტსის“ მთავარი მიზანი მისი გასხვისება და ხელფასის სახით დარჩენილი 38.6 მილიონი დოლარის გადახდის თავიდან არიდებაა.

ამის საპირისპიროდ კი „ლეიკერსს“ მსროლელი სეტ ქარის ითხოვს, რადგან მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოგელი თვლის, რომ მის გუნდს ასეთი ტიპის კალათბურთელი სჭირდება. თავის მხრივ არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ ბრუკლინს კევინ დურანტი დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსმა“ 2021/2022 წლების რეგულარული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა, ხოლო „ნეტსი“ მერვედფინალში „ბოსტონთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი საქციელი ყველანაირ ზღვარს გასცდა
„მისი საქციელი ყველანაირ ზღვარს გასცდა" - ვიქტორ სანიკიძის კომენტარი ბაგაცკისის ჟესტზე