დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი - ნინიაშვილი ლიონში 2025 წლამდე ითამაშებს

ფრანგული მედიის ცნობით, დავით ნინიაშვილმა ''ლიონთან'' კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. როგორც RugbyRama იუწყება, 19 წლის მორაგბეს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა, ახალი შეთანხმების მიხედვით კი ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდა.

გასული სეზონი ნინიაშვილისთვის TOP 14-ში სადებიუტო იყო. ნიჭიერმა მორაგბემ TOP 14-სა და ჩელენჯ ქაფზე საერთო ჯამში 20 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 5 ლელოა.

აღსანიშნავია, რომ ჩელენჯ ქაფის ფინალში ''ლიონმა'' ''ტულონი'' 30:12 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან მატჩში ნინიაშვილმა ითამაშა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ბარბაროსების რიგებში ინგლისის წინააღმდეგ იასპარეზა.

დავით ნინიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა.

იხილეთ CrystalSport-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულის სერიები - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
ზაფხულის სერიები - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია