ჩელსი
Aa
Aa

უთანხმოება ტოდ ბოელთან - ჩეხმა ჩელსი დატოვა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პეტერ ჩეხმა ტექნიკური დირექტორის და მრჩევლის პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც რომელუ ლუკაკუს „ინტერში“ დაბრუნების საკითხი გადაწყდა.

გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელგიელი თავდამსხმელი „ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ უკან იჯარის წესით დაბრუნდა.

გამოცემა The Guardian წერს, რომ ყოფილ მეკარეს უთანხმოება „არისტოკრატების“ ახალ მფლობელთან ტოდ ბოელთან მოუვიდა. ჩეხი თვლიდა, რომ ლუკაკუ „ჩელსიში“ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ბოელი ასე არ ფიქრობდა და ჩეხმა თავისი როლი უმნიშვნელოდ აღიქვა.

ჩეხი „ჩელსიში“

ლეგენდარული ყოფილი მეკარე ლონდონურ კლუბს 2004 წელს შეუერთდა და „ჩელსის“ ღირსებას 2015 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩეხმა ყველა ტურნირზე ერთად 493 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს კი „არისტოკრატებთან“ ერთად ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს აღარ სჭირდება - ჩელსი ნეიმარისთვის იბრძოლებს
პსჟ-ს აღარ სჭირდება - ჩელსი ნეიმარისთვის იბრძოლებს