პაულო დიბალა
Aa
Aa

ნადირობა დიბალაზე - ინტერი და მილანი ფავორიტები არიან, სიაში ნაპოლიც არის

თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე პაულო დიბალაზე ნადირობაა გამოცხადებული. სატრანსფერო ბაზარზე „ლა ხოიას“ შეძენა ერთბაშად რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს.

სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით, სერია ა-ს ბინადრებს უპირატესობა აქვთ, რადგან დიბალასთვის პრიორიტეტს აპენინებზე დარჩენა წარმოადგენს.

Corriere della Sera-ს ცნობით, არგენტინელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა, „ნაპოლის", „მილანის", „მონცას" და „ინტერის" რადარზე იმყოფება.

ნეაპოლიტანურ კლუბს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია - მხარეებს შორის მხოლოდ არაფორმალური კონტრაქტები იყო. „ნაპოლიმ“ დიბალას წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან შესთავაზონ კონტრაქტი, თუ „ინტერთან“ მოლაპარაკებები გაჭიანურდება.

ანალოგიურ პოზიციას იკავებს „მილანიც“. შემტევი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერება „როსონერისთვის“ მნიშვნელოვანია, მაგრამ დიბალა არ არის მათი ერთადერთი ვარიანტი. კლუბს შეუძლია დომენიკო ბერარდის სანაცვლოდ „სასუოლოს“ 30-35 მილიონი ევრო შესთავაზოს.

გარდა ამისა, „როსონერი" დაინტერესებულია „ბრიუგეს" 21 წლის ნახევარმცველით ჩარლზ დე კვეტელარით, „ჩელსის" გარემარბით ჰაკიმ ზიეჩით და „სასუოლოს" ნახევარმცველით ჰამედ ტრაორეთი.

მონცა კვლავ იჩენს დაინტერესებას დიბალას მიმართ, მაგრამ „ინტერი“ და „მილანი“ პაულოსთვის პრიორიტეტული ვარიანტებია.

ბეპე მაროტა მუდმივ კონტაქტზეა დიბალას აგენტთან და სთხოვს მოთამაშეს დაელოდოს, რადგან კლუბი ამჟამად გაყიდვებზე მუშაობს - მიმდინარეობს მოლაპარაკებები პსჟ-სთან მილან შკრინიარზე, ასევე „ატალანტასთან“ ანდრეა პინამონტის თაობაზე. შტეფან დე ვრეიმ, არტურო ვიდალმა და ალექსის სანჩესმა შესაძლოა „ინტერი“ დატოვონ. მაროტა იმედოვნებს, რომ გუნდი დიბალას გაფორმებას ივლისის შუა რიცხვებამდე შეძლებს.

„ინტერმა" დიბალას უკვე გაუკეთა კონკრეტული შეთავაზება - 4-წლიანი კონტრაქტი 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით. კიდევ 1 მილიონი ევროს მიღებას მოთამაშე ბონუსის სახით შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი ჩავის: „ძალიან მინდა შენთან ვარჯიში
ლევანდოვსკი ჩავის: „ძალიან მინდა შენთან ვარჯიში"