პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - მსოფლიოს ჩემპიონატი ქვიშის ჭიდაობაში
Aa
Aa

პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - მსოფლიოს ჩემპიონატი ქვიშის ჭიდაობაში

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. გათამაშების მესამე ეტაპზე საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

ქელეხსაშვილის გამარჯვება ფინალში

კენჭაძის გამარჯვება ფინალში

რაც შეეხება ვერცხლის პრიზიორებს, დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) თავიანთ წონაში მეორე ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები