ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

წარმატებები სერია ა-ში - იტალიის ელჩმა ხვიჩას უმასპინძლა

საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ ხვიჩა კვარაცხელიას უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, ვალვომ ქართველი მოთამაშე მიიღო. საელჩომ Twitter-ში შეხვედრის ფოტოები გაავრცელა.

ვალვომ ხვიჩას იმ გამოცდილებასთან მიმართებით, რაც სერია ა-ში უნდა მიიღოს, წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩის ღირსეული ჟესტი - ლუკამ უკრაინელი ბიჭუნა გააბედნიერა
მოდრიჩის ღირსეული ჟესტი - ლუკამ უკრაინელი ბიჭუნა გააბედნიერა