ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია: „ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ Cagesidepress-ს ინტერვიუ მისცა და საკუთარ მომავალზე ილაპარაკა. „ელ მატადორმა“ მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ თუ მოტივაცია მიიღო, ყველაფრისთვის მზად იქნება.

„თუ გამოჩნდება ჩხუბი, რომელიც მოტივაციას მომცემს, რატომაც არა? ჩემს ბოლო ბრძოლაში ვაჩვენე, რომ მეტოქეების დანოკაუტება, როგორც მსუბუქ წონით დივიზიონში, ისე ქვემსუბუქ წონით დივიზიონში შემიძლია და ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება.

ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება და მასთან აუცილებლად ვიჩხუბებ. ვნახოთ, რა მოხდება. მსუბუქ წონით დივიზიონში რომ მომიწიოს ბრძოლა, რატომაც არა?! ამისთვის მზად ვარ”.

შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი, ვისთან ჩხუბის სურვილიც ილიამ რამდენჯერმე გამოთქვა, მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს. ლივერპულელი მებრძოლის გარდა, თოფურია მოვსარ ევლოევსაც იწვევს, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის და ტოპ 15-ის წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებს - გატუზომ გადაწყვეტილება მიიღო
მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებს - გატუზომ გადაწყვეტილება მიიღო