სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ახალი სეზონისთვის მზადება იწყება - მამუკელაშვილი საზაფხული ლიგის გუნდშია

„მილუოკი ბაქსმა“ იმ კალათბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც NBA-ის საზაფხულო ლიგაზე იასპარეზებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის სანდრო მამუკელაშვილიც მოხვდა და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ქართველი კალათბურთელი ბევრ სათამაშო დროს მიიღებს.

„მამუს“ გარდა, „მილუოკის“ ღირსებას მარიონ ბოჩემპი, ჰუგო ბესონი, ზაილან ჩიტჰემი, სილვიან ფრანცისკო, ევანს განეპემო, მარკუს გრეივსი, ეიჯეი გრინი, დასტი ჰანაჰსი, დიუან ერნანდესი, მეთიუ ჰერთი, აივერსონ მოლინარი, ტიმოთი სოარესი, რეიჯონ ტაკერი, ლინდენ უიგინტონი და ლუკა ვილდოსა დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ „მილუოკი ბაქსი“ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაში მიიღებს მონაწილეობას. ვისკონსინელები პირველ შეხვედრას 9 ივლისს გამართავენ და თბილისის დროით, 03:00-ზე „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდებიან. „ნეთსის“ შემდეგ, მათი მეტოქე „ბოსტონ სელტიქსი“ იქნება, რასაც „მინესოტასთან“ და „დალასთან“ ჩანიშნული მატჩები მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძის ბოლო მეტოქე: „ჩხუბის შემდეგ სახეში მეტალის 3 ფირფიტა ჩამიდგეს“
დოლიძის ბოლო მეტოქე: „ჩხუბის შემდეგ სახეში მეტალის 3 ფირფიტა ჩამიდგეს“