სებასტიან ალე
Aa
Aa

ოფიციალურად - დორტმუნდმა სებასტიან ალე წარადგინა

სებასტიან ალე „აიაქსიდან“ კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს. ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

„აიაქსმა“ ალეს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო მიიღო. ამსტერდამელები გარკვეულ თანხას ბონუსების სახითაც მიიღებენ, რაც ფორვარდის გერმანულ კარიერაზე იქნება დამოკიდებული.

ამრიგად, ალე „დორტმუნდის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით სებასტიან ალესთან კონტრაქტის გაფორმება. გამოცდილი ცენტრფორვარდი, რომელიც სულ ახლახან ჩემპიონთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ასევე კარგად იცნობს ბუნდესლიგას და უკვე აჩვენა თავისი კლასი და თამაშის მაღალი ხარისხი“.

- ამბობს „ბორუსიას“ სპორტული დირექტორი სებასტიან კელი.

გასულ სეზონში "აიაქსის" მაისურით 42 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ამსტერდამის გუნდში 2021 წლის იანვრიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამავინგა, ნიკოლ კიდმანი და კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას სამოსში
კამავინგა, ნიკოლ კიდმანი და კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას სამოსში