ნიკოლა ტალიაფიკო
Aa
Aa

თუ, ალონსო ვერ შეიძინეს, ბარსა ტალიაფიკოს გაიფორმებს

ნიკოლას ტალიაფიკომ შესაძლოა „აიაქსი“ დატოვოს და კარიერა ლა ლიგაში განაგრძოს

Marca-ს ცნობით, „ბარსელონა“ კვლავ ინტერესდებიან არგენტინელი მარცხენა მცველის გადაბირებით, რომლის შეძენაც ზამთარში განიხილებოდა.

ტალიაფიკო განიხილება როგორც სათადარიგო ვარიანტი - თუ, „ბარსა“ „ჩელსიდან“ მარკოს ალონსოს ვერ გაიფორმებს, მის ნაცვლად არგენტინელს შეიძენს.

„იანვარში ბარსასთან მოლაპარაკებები მქონდა და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შევათანხმეთ. კატალონიელებს ჩემი იჯარით აყვანა და შემდეგ გამოსყიდვა უნდოდათ, მაგრამ აიაქსმა ტრანსფერზე უარი თქვა. მათ პირდაპირ დაახლოებით 5 მილიონი ევროს მიღება უნდოდათ“.

- ამბობდა ტალიაფიკო რამდენიმე თვის წინ.

ტალიაფიკომ „აიაქსს" უკვე განუცხადა, რომ გუნდის დატოვებას აპირებს და ამსტერდამელები მზად არიან მას 5 მილიონად შეელიონ.

გასულ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა ერედივიზიონში 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - დორტმუნდმა სებასტიან ალე წარადგინა
ოფიციალურად - დორტმუნდმა სებასტიან ალე წარადგინა