8 ლელო და სარეკორდო გამარჯვება შოტლანდიასთან
Aa
Aa

8 ლელო და სარეკორდო გამარჯვება შოტლანდიასთან

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე შეხვედრაში შოტლანდიას რეკორდული სხვაობით 55:17 სძლიეს და ჯგუფი მე-3 ადგილზე დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ახალგაზრდა მორაგბეებმა 6 ერის სამ ნაკრებთან ჯამში 98 ქულის მოპოვება მოახერხეს.

ქართველი მორაგბეები თითქმის სრული შეხვედრა უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმებში 4-4 ლელოს დადება შეძლეს.

ლელოს ავტორები პირველ ნახევარში ზაზაძე, შვანგირაძე, ქუნთელია და აფციაური გახდნენ, ხოლო მეორე ტაიმში ზაზაძემ და შვანგირაძემ მეორე ლელოს გაფორმება შეძლეს, გალდავა და ბაბუნაშვილი კი შეხვედრას წერტილი დაუსვეს.

შოტლანდიას ამხელა სხვაობით წინა მატჩები არც უელსთან და არც იტალიასთან არ წაუგია.

შეგახსენებთ, რომ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ პირველ ორ ტურში ორი მარცხი იწვნიეს - ჯერ იტალიასთან 36:19 დამარცხდნენ, შემდეგ კი მძიმე ბრძოლაში უელსთან დასანანი მარცხი იწვნიეს - 24:30.

ამრიგად, უელსელებთან მატჩში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სანუგეშო ქულის აღების შემდეგ, დღეს ბონუს-ქულიანი (5 ქულა) გამარჯვება დაუმატეს და 6 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებს - გატუზომ გადაწყვეტილება მიიღო
მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებს - გატუზომ გადაწყვეტილება მიიღო