ბათუმის დინამო, სლოვანი
Aa
Aa

სლოვაკური მედია: "სლოვანმა საკუთარი ძალები ვერ დაამტკიცა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანის“ წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0:0 ითამაშა და განმეორებითი შეხვედრის წინ, საქართველოში ოპტიმისტური განწყობით ბრუნდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სლოვაკურმა გამოცემა Sport.Sk-მ აღნიშნული მატჩი შეაფასა და ორივე გუნდის შესახებ დაწერა.

რას წერს Sport.Sk?

„მასპინძლებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, თუმცა მეტოქე გუნდის კარის ბადეში ბურთი არ გაეხვა. „სლოვანმა“ საკუთარი ძალები ვერ დაამტკიცა მიუხედავად იმისა, რომ მატჩის უმეტესი დრო „დინამო“ კაცნაკლული იყო.

0:0-ის მიუხედავად, ჩვენს გუნდს ბათუმში წარმატების მიღწევა შეუძლია. გამარჯვების შემთხვევაში „სლოვანი“ „ტობოლისა“ და „ფერენცვაროშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდებმაც ფრე 0:0 ითამაშეს.“

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ბათუმში 13 ივლისს შედგება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები უკვე თითქმის სრულად არის გაყიდული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭიერი ფეხბურთელის რეზიუმე აქვს, მაგრამ ახალი სამყარო ელოდება“ – Sky-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ნიჭიერი ფეხბურთელის რეზიუმე აქვს, მაგრამ ახალი სამყარო ელოდება“ – Sky-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე