კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

რონალდუმ ზედიზედ მე-4 ვარჯიში გამოტოვა - მან. იუნაიტედი საერთაშორისო ტურნეში მიემგზავრება

კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედში ზედიზედ მესამე ვარჯიში გამოტოვა. ბრიტანული მედიის ცნობით, 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი დღევანდელ სესიაზეც არ გამოცხადდა.

მანჩესტერმა წინასასეზონო შეკრება ორშაბათს დაიწყო, თუმცა რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ რონალდუ ვარჯიშიდან ოჯახური პრობლემების გამო დაეთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, სადამდე გაგრძელდება არსებული ვითარება.

ცნობისთვის, ხვალ ინგლისური კლუბი ავსტრალიურ და ტაილანდურ ტურნეში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. კვლავ უცნობია, იქნება თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბთან ერთად საერთაშორისო ტურნეში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში, რის გამოც მას კლუბის დატოვება სურს. მისი სახელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის ჩელსის, ბაიერნს, ბარსელონას და ნაპოლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები