ილია თოფურია
Aa
Aa

„კამარუ უსმანზე სახიფათო ვარ, ჩემთან ჩხუბი არავის უნდა" - ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ El Nuevo Herald-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

რა ელის მომდევნო თვეებში

„იმედი მაქვს, ტოპ 15-ის რომელიმე მებრძოლთან ვიჩხუბებ. ვიმედოვნებ, ლას ვეგასში ყოფნისას ვინმე კვერცხებს გამოაჩენს და ბრძოლაზე დამთანხმდება. მსუბუქ წონით დივიზიონში გადავედი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან ჩემი ნოკაუტი ნახეს და ოქტაგონზე გასვლაზე უარს მეუბნებიან“.

პოზიცია, რომელიც ამჟამად UFC-ში უკავია

„ახლა ისეთ პოზიციაში ვარ, რომ რეიტინგში წინსვლისთვის არავისთან ჩხუბი არ მჭირდება. ჩემი სახელი საკმარისია, რათა ეს გავაკეთო. არ ვიცი, UFC-ს რა გეგმები აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ ჩემთან ჩხუბზე ყველამ უარი განაცხადა და ამას რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს“.

სად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მსუბუქ წონით დივიზიონში თუ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში

„შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ორივე დივიზიონის ყველა მებრძოლს შემიძლია, თავი წავაცალო. ეს უკვე დავამტკიცე. მინდა, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ყველა დავაფინიშო და შემდეგ მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდე“.

პარტერში და დგომში ჩხუბის ოსტატი თოფურია საკუთარ თავს, როგორც MMA-ის მებრძოლს, როგორ ხედავს

„ეს თავდაჯერებულობას მმატებს, მაგრამ ამავდროულად, სერიოზული პრობლემაა, რადგან ჩემთან ჩხუბი არავის სურს. ამ დივიზიონში არიან მებრძოლები, რომლებსაც ჩხუბის პარტერში გადაყვანა სურთ, სადაც ძალიან მაგარი ვარ. მოკრივესა და სტრაიკერს სურს, ბრძოლა დგომში წარმართოს, სადაც ასევე ძალიან მაგარი ვარ. ატომური ფიზიკური კონდიციები მაქვს, 25 წლის ვარ და ვიცი, რა იარაღებით გამოვირჩევი. სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება“.

იგივე დაემართათ კამარუ უსმანსა და ჩარლზ ოლივეირას

„კამარუს უდიდეს პატივს ვცემ და ის შესანიშნავი ჩემპიონია, მაგრამ ვფიქრობ, მასზე ბევრად სახიფათო ვარ. ტექნიკური გადმოსახედიდან საერთოდ სხვა დონეზე ვარ. ამაზე ბევრს ვმუშაობ და ჩემი აზრით, UFC-ში ყველაზე ტექნიკური მებრძოლი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს და არც ერთხელ დამარცხებულა. „ელ მატადორმა“ ბოლოს 19 მარტს იჩხუბა და ჯაი ჰერბერტი ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ეს დიდი სირცხვილია" - მედვედევმა ბათუმის დინამოსთან მატჩი შეაფასა