გურამ კაშია
Aa
Aa

„გასვლითი მატჩი რთული იქნება, კარგად არ გვითამაშია" - კაშია დინამო ბათუმთან შეხვედრაზე

„სლოვანის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ „დინამო ბათუმთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა. კაშიას თქმით, მისი გუნდი გადაწყვეტილებებს სწრაფად არ იღებდა და იმ ფაქტმა, რომ ეს მათთვის სეზონის პირველი შეხვედრა იყო, თამაშზე თავისი გავლენა მოახდინა.

„ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდების დამარცხება ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ახლა სლოვანში ვთამაშობ და ამ გუნდისთვის ვიბრძვი. ეს სეზონის ტიპური პირველი მატჩი იყო. გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ამისთვის დრო გვჭირდება, რაც არ გვაქვს. ეს თავის გასამართლებელი მიზეზი კი არა, ფაქტია.

საკმარისად კარგად არ გვითამაშია და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. სამარცხვინოა, რიცხობრივი უპირატესობა რომ ვერ გამოვიყენეთ და გადაწყვეტილებებს ნელა ვიღებდით. ქომაგების მესმის. ელოდებოდნენ, რომ მოვიგებდით და ვხვდები, უკმაყოფილო რატომ არიან. გასვლითი მატჩი რთული იქნება, მაგრამ მეტოქეზე უკეთ უნდა ვიასპარეზოთ და ასეთი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად საკმარისი არაა“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ბათუმში 13 ივლისს გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად არის გაყიდული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები