რაფაელ ნადალი
Aa
Aa

კუნთის 7 მილიმეტრიანი წყვეტა - ნადალს თამაში ტრავმით უწევს

Marca-ს ცნობით, რაფაელ ნადალს უიმბლდონზე მუცლის კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტესტირება ჩაუტარდა.

ესპანელს მუცლის ერთ-ერთი კუნთის 7 მილიმეტრიანი წყვეტა აქვს, თუმცა ნახევარფინალში ნიკ კირიოსთან თამაშს მაინც გეგმავს.

რაფას მეოთხედფინალში ტეილორ ფრიტცის წინააღმდეგ თამაშისას აშკარად ეტყობოდა, რომ თავის საუკეთესო კონდიციებში ვერ იმყოფებოდა.

ამის შესახებ ფრიტცმა შეხვედრის შემდეგ ისაუბრა კიდეც:

„ვფიქრობ, თავიდან რაფას არ ესმოდა, რამდენად იმოქმედებდა ეს მის თამაშზე. ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისი მოძრაობა არც ისე ფეთქებადი იყო. ტკივილგამაყუჩებლებს თუ იღებდა არ ვიცი. მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ჩვეულ რეჟიმში ვერ იმოქმედებდა და უკანა ხაზზე თამაშზე დადო ფსონი.

არა მგონია, მან ტრავმა ან რაიმე მსგავსი გამოიგონა. მისი ჩაწოდების სიჩქარე შენელდა. ის ამას უმიზეზოდ როგორც წესი არ აკეთებს.

მესამე, მეოთხე და მეხუთე სეტებში მას წარმოუდგენელი დაცვითი დარტყმები ჰქონდა. ვფიქრობ, ის სერიოზულ დისკომფორტს განიცდიდა“.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ნახევარფინალში რაფაელ ნადალის მეტოქე ნიკ კირიოსი იქნება, რომელიც ტურნირზე საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრიტანელ კემერონ ნორის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კამარუ უსმანზე სახიფათო ვარ, ჩემთან ჩხუბი არავის უნდა
„კამარუ უსმანზე სახიფათო ვარ, ჩემთან ჩხუბი არავის უნდა" - ილია თოფურია