კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მანჩესტერი მზადაა რონალდუ გაუშვას - ინგლისელები შემოთავაზებებს განიხილავენ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა რონალდუს გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს.

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა 37 წლის თავდამსხმელის შესახებ შემოთავაზებები მოისმინოს, რომელიც ზედიზედ მეოთხე დღეა გუნდის ვარჯიშზე არ გამოცხადებულა.

თუმცა საჯაროდ „იუნაიტედი“ თავის პოზიციას იცავს და ამტკიცებს, რომ პორტუგალიელის გაყიდვას არ აპირებს. კლუბს სურს, რომ რონალდუმ თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და აძლევს მას შესაძლებლობას გადაიფიქროს და დარჩეს გუნდში.

ფორვარდის აგენტი ჟორჟე მენდეში რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლებს ესაუბრა და „კრიშტიანუს ეფექტზე“ მიუთითა. ეს კონცეფცია ეხება სპონსორების რაოდენობის ზრდას და სოციალურ ქსელებში გაშუქებას, ასევე გავლენას „ახალ ბაზრებზე“.

მენდეშს „ჩელსის“, „ბაიერნის“, „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ წარმომადგენლები ესაუბრნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 37 წლის თავდამსხმელს ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს. ერთ-ერთი მიზეზი კლუბის სატრანსფერო კამპანიით უკმაყოფილებაა. მას ასევე სურს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასვლითი მატჩი რთული იქნება, კარგად არ გვითამაშია
„გასვლითი მატჩი რთული იქნება, კარგად არ გვითამაშია" - კაშია დინამო ბათუმთან შეხვედრაზე