რობერტ ლევანდოვსკი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: ბაიერნს ახალი წინადადება გავუგზავნეთ, ველოდებით პასუხს

ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ „ბარსელონამ" რობერტ ლევანდოვსკის თაობაზე „ბაიერნს“ ახალი შეთავაზება გაუკეთეს.

კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ უკვე ამჯერად, მიუნხენელები კმაყოფილები დარჩებიან და გარიგება შედგება.

„ჩვენ მათ ლევანდოვსკის თაობაზე შეთავაზება გავუგზავნეთ და ველოდებით პასუხს ბაიერნისგან. ვნახოთ დადებითი იქნება, თუ არა.

მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან ბარსელონაში გადასასვლელად გაიღო. ბაიერნი აფასებს ჩვენს წინადადებას და ველოდებით მათ პასუხს",

- განაცხადა „ბარსელონას" პრეზიდენტმა ანდრეას კრისტენსენის პრეზენტაციაზე.

33 წლის ფორვარდმა, რომელიც ადრე ამბობდა, რომ „ბაიერნის“ დატოვება სურს, Bild-ის ცნობით, „რეკორდმაისტერის“ რიგებში წინასასეზონო მზადების დაწყებას არ აპირებს.

თუ, „ბაიერნი“ ამჯერადაც შეთავაზებას უარით გაისტუმრებს, ამის შემდეგ ვითარება უკიდურესად გართულდება და რთული წარმოსადგენი იქნება როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საშინელი ჭრილობა მუნდიალის ნახევარფინალის წინ - ჩაბი ალონსოს გმირობა
საშინელი ჭრილობა მუნდიალის ნახევარფინალის წინ - ჩაბი ალონსოს გმირობა